weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

სააკაშვილი აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს, როგორც საქართველოს მოქალაქე – ვაშაძე

10:54 ხუთშაბათი, 25 ოქტომბერი 2018

ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე.

„მესამე პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს უფლება, ამ ქვეყანაში იცხოვროს. თუ ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს ან სასამართლოს რამე შეკითხვები აქვს, მან პასუხი უნდა გასცეს. რაც შეეხება მის პოლიტიკურ მომავალს, ამას არც „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს, არც „ქურდული ოცნება“ და არც თქვენი ორგანიზაციის მამამთავარი. ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს და ყველას ის მისცემს შეფასებას“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“.

ვაშაძემ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შეკითხვას უპასუხა, როგორია მისი სტრატეგია და გულისხმობს თუ არა ეს სტრატეგია მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანასა და ქვეყნის გადატრიალებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]