„მესამე პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს უფლება, ამ ქვეყანაში იცხოვროს. თუ ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს ან სასამართლოს რამე შეკითხვები აქვს, მან პასუხი უნდა გასცეს. რაც შეეხება მის პოლიტიკურ მომავალს, ამას არც „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს, არც „ქურდული ოცნება“ და არც თქვენი ორგანიზაციის მამამთავარი. ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს და ყველას ის მისცემს შეფასებას“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“.
ვაშაძემ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შეკითხვას უპასუხა, როგორია მისი სტრატეგია და გულისხმობს თუ არა ეს სტრატეგია მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანასა და ქვეყნის გადატრიალებას.