weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აპირებენ ჩემი გადადგომა მოითხოვონ იმდენად დარწმუნებული არიან რომ გავიმარჯვებ – ზურაბიშვილი

12:13 ხუთშაბათი, 25 ოქტომბერი 2018

„ამ პატარა ქვეყნისთვის საზოგადოებრივი გაერთიანება არის აუცილებელი, რათა მივაღწიოთ ყველაფერს, რაც გვინდა, ეს იქნება ნატოსა და ევროკავშირში შესვლა, თუ ქვეყნის განვითარება“, – განაცხადა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ შემაჯამებელი გამოსვლისას.

„როგორც ჩანს, საპრეზიდენტო არჩევნებში უკვე გავიმარჯვე, რადგან როგორც ზოგიერთები სოციალურ ქსელებში აცხადებენ, 29-ში გამოდიან, რომ ჩემი გადადგომა მოითხოვონ, იმდენად დარწმუნებული არიან არა მხოლოდ გამარჯვებაში, არამედ იმაში, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებ“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, უნდა დასრულდეს სიძულვილი და პოლარიზაცია, რაც ქვეყნისთვის ძალიან დამანგრეველია.

„აქ წარსულზე საუბრობდნენ, სწორედ წარსულში არ უნდა დავბრუნდეთ, არ უნდა დავბრუნდეთ იმ დაპირისპირებაში, რომელიც იყო და რომელიც საარჩევნო კამპანიიდან ჩანდა, თუმცა არა ჩემგან. მე პირადად ერთი სიტყვაც არ მითქვამს, მაგრამ აღარ ვიტყვი, რა თქვეს, თქვენი პარტიიდან ბატონმა უგულავამ და სხვებმა, მგონი, ეს ყველამ კარგად იცის.

უნდა გადავიდეთ გაერთიანებულ საზოგადოებაზე. შეიძლება პარტიებმა განაგრძონ თავიანთი პოლიტიკური ქიშპობა, ეს ალბათ ასე იქნება, მაგრამ ამ პატარა ქვეყნისთვის საზოგადოებრივი გაერთიანება არის აუცილებელი, რათა მივაღწიოთ ყველაფერს, რაც გვინდა, ეს იქნება ნატოსა და ევროკავშირში შესვლა თუ ქვეყნის განვითარება.

ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონების განვითარებას, ეს იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი.

მე დავპირდი ხალხს, რომ არა მხოლოდ მოვივლიდი და მოვიარე საქართველო და რეგიონები, არამედ დავპირდი, რომ ჩავალ და არ ვიქნები ჩამჯდარი სადღაც სასახლეში. რეგიონებიდან უნდა მოვიფიქროთ, რა არის განვითარების ახალი ფორმები, ახალი მიმართულებები.

ადმინისტრაციაში მეყოლება სამი საბჭო, ერთი იქნება დაუცველი ფენების, შშმ პირების საბჭო, მეორე – სამხედრო ექსპერტთა საბჭო, რათა არ დაგვავიწყდეს რომ პრეზიდენტი მთავარსარდალია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

[R] პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]