weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პარლამენტმა თვითმმართველი ქალაქების შემცირებას მხარი დაუჭირა

16:21 ხუთშაბათი, 15 ივნისი 2017

კანონპროექტი, რომელიც თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებას ითვალისწინებს, პარლამენტმა პირველი მოსმენით, 86 ხმით 10-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მიხედვით, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან 5-მდე შემცირდება და ასეთი სტატუსი მხოლოდ თბილისს, ქუთაისს, რუსთავს, ფოთსა და ბათუმს ექნება. 7 თვითმართველი ქალაქი და თვითმმართველი თემი გაერთიანდება და ერთ მუნიციპალიტეტებად ჩამოყალიბდებიან.

მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი დეპუტატებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, კახაბერ გულედანმა წარუდგინა.

„შემოთავაზებული ცვლილებით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოდ ყველა მუნიციპალიტეტში განისაზღვრება „მერი“ , ხდება „გამგებლის“ ამოღება. ტერიტორიული ოპტიმიზაციის შედეგად დაიზოგება და გამოთავისუფლდება თანხები, რომელიც რეგიონულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიიმართება. მუნიციპალიტეტებს მეტი რესურსით და მეტი სერვისით სარგებლობის საშუალება მიეცემათ, რაც დეცენტრალიზაციის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს“, - განაცხადა კახაბერ გულედანმა.

მისივე თქმით, თვითმმართველი ქალაქებისა და თემების გაყოფამ არ გაამართლა, მუნიციპალიტეტების გაყოფის შედეგად არ გაზრდილა მათი საკუთარი შემოსავლები, გაორმაგდა ადმინისტრაციული ხარჯები, ხოლო შემცირდა კაპიტალური ხარჯების მოცულობა.

თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ლილუაშვილის განცხადებით, ყველა ქალაქის საკრებულოებში დაგეგმილია მაჟორიტარების რაოდენობის გაზრდა, რათა ქალაქების წარმომადგენლობა უფრო ძლიერი იყოს.

კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა. თვითმმართველი ქალაქების შემცირება მათ სწორ გადაწყევტილებად არ მიაჩნიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]