weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მოხიბლული ვარ ძველი ქართული აქცენტით, რომელიც ქალბატონ სალომეს ახლავს - ივანიშვილი

15:43 ხუთშაბათი, 25 ოქტომბერი 2018

პარტია „ქართული ოცნების“თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ის ადამიანები გააკრიტიკა, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს აქცენტს უწუნებენ. ივანიშვილის თქმით, მისთვის ყველაზე დიდი ხიბლი სწორედ ზურაბიშვილის აქცენტს აქვს. 

„ზოგიერთი ვაი ქართველი ეჭვს გამოთქვამს ქალბატონი სალომეს აქცენტის გამო, რომ ის ქართველი არ არის. ამით ჩემი აზრით, ის ხაზს უსვამს ქართულ უახლეს ისტორიას, საქართველოს ისტორიას. სწორედ მის აქცენტს აქვს ჩემთვის ყველაზე დიდი ხიბლი. ხიბლი ჰქონდა მისი შვილის აქცენტსაც. რამდენიმე წელი საზღვარგარეთ მიცხოვრია და ძალიან რთულია შვილებს, მოზარდებს შეუნარჩუნო ქართული, მშობლიური ენა. ის, რომ სალომე ზურაბიშვილის შვილები - თეიმურაზი და ქეთევანი დაიბადნენ და გაიზარდნენ საფრანგეთში, ბოლომდე ჩამოყალიბდნენ საფრანგეთში და ესეთი ქართულით საუბრობენ, მერწმუნეთ, რომ ეს არის ძალიან რთული. ამას ახლავს სამშობლოს ძალიან დიდი სიყვარული.

მე ძალიან მოხიბლული ვარ, თუ გნებავთ, ძველი ქართული აქცენტით, რომელიც ქალბატონ სალომეს ახლავს. გასაკიცხნი არიან ის ქართველები, ვინც ეჭვს გამოთქვამენ მის ქართველობასთან დაკავშირებით.

ყველაზე დიდი სირთულე, რაც გადაიტანეს ჯერ მისმა მშობლებმა, რომ ქალბატონი სალომე ქართულენოვანი დარჩენილიყო და შემდეგ ეს შეძლო ქალბატონმა სალომემ თავის შვილებზე, ამას ჩემთვის ძალიან დიდი ხიბლი აქვს და პატივისცემა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, ქართველების ევროპელობის სიმბოლო იქნება ის, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ქალი გახდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]