weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სწრაფად დავამთავროთ არჩევნები და დავიწყოთ აღმშენებლობა - ბიძინა ივანიშვილი

16:44 ხუთშაბათი, 25 ოქტომბერი 2018

„ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით, დიდი ალბათობით, მაგრამ არა აუცილებლობით, თუ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზება იქნება, სალომე ზურაბიშვილი პირველსავე ტურში აიღებს იმ საჭირო ხმებს, რაც მას გამარჯვებას მოუტანს", - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, მეორე ტურის დანიშვნის მცირე ალბათობა არსებობს, მაგრამ თუ მეორე ტური შედგა, „ნაციონალური მოძრაობის“ ორ წარმომადგენელს თითქმის ერთნაირი შანსი აქვს.

„ერთი ქულაა მგონი სხვაობა ბაქრაძეს და ვაშაძეს შორის. 1% ბევრს არ ნიშნავს, არჩევნებში ის შეიძლება სხვანაირად გამომჟღავნდეს.

ყველა შემთხვევაში, თუ იქნება მეორე ტური, რისი ალბათობაც დაბალია, „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე წევრი მიიღებს მონაწილეობას. ეჭვი არ არის იმაში, რომ მეორე ტურში გაიმარჯვებს ქალბატონი სალომე.

პირველსავე ტურში დავამთავროთ ეს არჩევნები, დავაცხროთ ეს ემოციები. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მაქსიმალურ მობილიზებას ვთხოვ, გადადონ გვერდზე ის კითხვის ნიშანი, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის „ქართული ოცნების“ წევრი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ყოფილ მხარამჭერებსაც მიმართა: „გვერდზე გადავდოთ ყველაფერი, გავერთიანდეთ, სწრაფად დავამთავროთ არჩევნები და მაქსიმალურად სწრაფად დავიწყოთ აღმშენებლობა ჩვენი ქვეყნის“.

სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატია, დღეს თბილისში, ამომრჩეველთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]