weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში მონაწილეობის გამო სოფო ხალვაში გადაცემიდან მოხსნეს

10:13 პარასკევი, 26 ოქტომბერი 2018

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, მომღერალი სოფო ხალვაში გადაცემა „დილის ტალღას“ აღარ წაიყვანს.

მაუწყებელმა დისციპლინური საქმის წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც სოფო ხალვაში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეხვედრას დაესწრო და სიმღერა შეასრულა.

„მაუწყებლის ნებისმიერ თანამშრომელს პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა ეკრძალება. ამ საკითხზე მაუწყებელი იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა აჭარის ტელევიზიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსმა გია ქარცივაძემ. 

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, შაბათ-კვირას გადაცემა „დილის ტალღა“ ეთერში გავა, მაგრამ ადმინისტრაციული საქმის წარმოების დასრულებამდე, მას სოფო ხალვაში აღარ წაიყვანს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]