weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ივანიშვილი სარალიძის საქმეზე: მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, ყველაფერი გამჭვირვალეა

14:11 პარასკევი, 26 ოქტომბერი 2018

„თუ განვიხილავთ ზაზა სარალიძის შემთხვევას, იმ უდიდეს ტრაგედიას, რომელიც მოხდა საქართველოსა და თბილისში, მე ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლება მოიქცა არაადეკვატურად. ჯერ ეს არსად ჩანს. პირიქით იხატება ყველაფერი “, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ზაზა სარალიძის პროტესტი პოლიტიზირებულია. მისი თქმით, „სარალიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსთაველზე ადგილს უნახავს“.

„მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, ყველაფერი გამჭვირვალეა, კომისია თუ რა... მთავარი პროკურორი გადადგა, თუმცა ამისი აუცილებლობა საერთოდ არ იყო“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელია და „არცერთი პრეცენდენტი არაა, რომ კორუფცია ტრიალებს სასამართლოში“.

„სწორედ რომ პროკურატურის მტკიცებულებები პირველი ინსტანციის მოსამართლემ არ გაიზიარა და აქედან დაიწყო ეს ყველაფერი, ეს პროცესები. მაგრამ იქ მეორე ინსტანციაა, მესამე ინსტანციაა. პროცესები გრძელდება.

მე ვთხოვდი ბატონ ზაზას, რომ ხელს ნუ შეუძლია, არ არის ეს ზეწოლა ნორმალური, არ იმსახურებს დღევანდელი ხელისუფლება იმას, რაც ხდება. არ არის საჭირო ქუჩა. ყველა კითხვაზე პასუხია გაცემული.

დაველოდოთ ყველაფერს, დაველოდოთ ჯერ კიდევ. სამართალი გრძელდება, არ დასრულებულა სასამართლო, ვაცადოთ მუშაობა.

არავითარი ხიბლი დღევანდელ ხელისუფლებას არა აქვს, რომ ვიღაცას მხარი დაუჭიროს ასეთ გამოძიებაში. არსად ეს არ იკვეთება და ადარებენ გირგვლიანს. არ არის ეს უზნეობა? იქ ხელისუფლებამ მოკლა გირგვლიანი, იმის შემდგომ მკვლელებს ხელს აფარებდნენ. შეიძლება ეს თემა იმას შევადაროთ? კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ბატონ ზაზა სარალიძეს, ვუთანაგრძნობ, მაგრამ ესე არ შეიძლება. განა კარგად არ ვიცით, რომ ეს პოლიტიზირებულია „ნაციონალებისგან“? კოორდინატორი იყო „ნაციონალური მოძრაობის“. შეიძლება ეს ტრაგედია აქ გადავიტანოთ? შეიძლება ის კარავი... რათ უნდა, რომ ააგო იქ“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე რამდენიმე თვეა მკვლელობის საქმის ობიექტურად გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს. 10 სექტემბრიდან ის რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ამ მოთხოვნით მშვიდობიან აქციას მართავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]