N1 მიხეილ ანთაძე - „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“
N2 დავით ბაქრაძე - „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“
N4 ვახტანგ გაბუნია - „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“
N5 გრიგოლ ვაშაძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
N10 შალვა ნათელაშვილი - „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
N13 ზვიად მეხატიშვილი - „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“
N17 გიორგი ლილუაშვილი - „საქართველო“
N18 აკაკი ასათიანი - „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“
N21 კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველო“
N22 ოთარ მეუნარგია - „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“
N23 ირაკლი გორგაძე - „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“
N25 დავით უსუფაშვილი - „თავისუფალი დემოკრატები“
N27 ზვიადი ბაღდავაძე - „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“
N28 მიხეილ სალუაშვილი - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“
N30 ზვიად იაშვილი - „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ (ედპ)
N31 თამარ ცხორაგაული - „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“
N35 გელა ხუციშვილი - „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“
N36 ზურაბ ჯაფარიძე - „გირჩი“
N40 ლევან ჩხეიძე - „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“
N48 სალომე ზურაბიშვილი - დამოუკიდებელი კანდიდატი
N49 ბესარიონ თედიაშვილი - დამოუკიდებელი კანდიდატი
N51 გიორგი ანდრიაძე - დამოუკიდებელი კანდიდატი
N58 კახაბერ ჭიჭინაძე - დამოუკიდებელი კანდიდატი
N62 ვლადიმერ ნონიკაშვილი - დამოუკიდებელი კანდიდატი
N65 თეიმურაზ შაშიაშვილი - დამოუკიდებელი კანდიდატი
ცესკოში პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით 46 განაცხადი იყო შესული, აქედან 20 - პოლიტიკური პარტიის, ხოლო 26 საინიციატივო ჯგუფის მიერ. პრეზიდენტობის კანდიდატობის 21 მსურველს სხვადასხვა მიზეზით რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.
2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები ბოლო არჩევნებია, როცა ამომრჩეველი პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევს.
საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტს 6 წლის ვადით ვირჩევთ.
პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება, რომელშიც ორი კანდიდატი - პირველ და მეორე ადგილზე გასული საარჩევნო სუბიექტები მიიღებენ მონაწილეობას.
თუ საპრეზიდენტო არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების ბოლო ვადა 19 ნოემბერია. თუ არჩევნების მეორე ტური არ გაიმართა, ახალარჩეული პრეზიდენტი ფიცს 18 ნოემბერს (პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღე) დადებს.
არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში, მეორე ტურის გამართვის ბოლო ვადა 1-ლი დეკემბერია.
ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან, ძალაში შედის ახალი რედაქციის კონსტიტუცია, რომლის ერთ-ერთი მთავარი სიახლე პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლაა. შემდგომ პრეზიდენტს ამომრჩევლის ნაცვლად, საარჩევნო კოლეგია აირჩევს. საარჩევნო კოლეგია 300 წევრით დაკომპლექტდება და მის შემადგენლობაში შევლენ საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები