weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ნაცმოძრაობას“ უბანზე არანაკლებ 10 საჩივრის დაწერა აქვს დავალებული - კობახიძე

08:55 კვირა, 28 ოქტომბერი 2018

„გვაქვს წინასწარი ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი პროვოკაციული ქმედებების შესახებ. მაგალითად, გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მისი წარმომადგენლებისთვის თითოეულ საარჩევნო უბანზე დავალებული აქვს არანაკლებ 10 საჩივრის დაწერა. ასევე, დაგეგმილია უბნებზე ხელოვნური რიგების შექმნა. ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ახდენს ადამიანების მობილიზებას ცესკოს შენობის წინ არჩევნების შედეგის გასაპროტესტებლად“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს, საღამოს 8 საათზე, საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, „ქართული ოცნება“ გამოაცხადებს მისი დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს. ეგზიტპოლს, სათანადო მეთოდოლოგიის შესაბამისად, 100 საარჩევნო უბანზე კვლევითი ორგანიზაცია „ფსიქოპროექტი“ ჩაატარებს.

„მოვუწოდებთ ნაციონალურ მოძრაობას, არ გააყალბონ თავიანთი ეგზიტპოლის შედეგები, როგორც ისინი ამ 2 თვის განმავლობაში აყალბებდნენ სოციოლოგიური კვლევის შედეგებს. შევახსენებთ, რომ მათ ტყუილს ექნება მოკლე, კერძოდ - რამდენიმესაათიანი ფეხები და რამდენიმე საათში დაიდება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური საარჩევნო მონაცემები.

ღიმილისმომგვრელი იყო გუშინწინდელი ფაქტი, როდესაც ეგზიტპოლის მიმართ საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად, „რუსთავი 2“-მა მისი პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელთან, ნინო ჯაფარიძესთან, რომელიც საქართველოშია დაბადებული და გაზრდილი, ინტერვიუ ინგლისურად ჩაწერა. ჩვენი დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიმართ ნდობის ასამაღლებლად, ვფიქრობთ ეგზიტპოლის შედეგები ჩვენც ინგლისურად ხომ არ გაგაცნოთ.

მოვუწოდებთ „რუსთავი 2“-ს, გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლისა, დადოს სხვა პარტიების დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებიც“, - აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, წინასწარი მონაცემების თანახმად, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს პირველ ტურში იგებს: „ჩვენ გამოვაქვეყნეთ სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ქალბატონი სალომეს მხარდაჭერა არის 54%-ი. თუმცა, 54%-იანი მხარდაჭერის პირობებში, ბუნებრივია, არ არის გამორიცხული მეორე ტურის ჩატარება. რაც შეეხება მეორე ტურს, დარწმუნებული ვართ, რა თქმა უნდა, რომ, მეორე ტურში, ყველა შემთხვევაში გაიმარჯვებს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, თუ ეს გახდა საჭირო“.

28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს 6 წლის ვადით აირჩევენ. არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს. არჩევნების ჩასატარებლად შექმნილია 3 703 საარჩევნო უბანი. მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3 518 877 ამომრჩეველი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]