დავით უსუფაშვილის თქმით, მოხარულია, რომ ქართველ ხალხს არჩევანის საშუალება მისცა.
„მე მაქვს იმედი, რწმენა, მჯერა, ვიცი, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება, თან ძალიან მალე“, – აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება, რომელშიც პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს. არჩევნების ჩასატარებლად 3 703 საარჩევნო უბანია შექმნილი, რეგისტრირებულია 3 518 877 ამომრჩეველი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10:00 საათის მდგომარეობით, არჩევნებზე აქტივობამ 6.15% შეადგინა, კენჭისყრაში მონაწილეობა 215 329 ამომრჩეველმა მიიღო.