weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩვენ ამ არჩევნებს ვიგებთ, ამით არის გამოწვეული ხელისუფლების ისტერიკა – ვაშაძე

13:04 კვირა, 28 ოქტომბერი 2018

„მე ველოდები გამარჯვებას. ეს იქნება პირველ ტურში, თუ მეორე ტურში ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს. დამარცხება არ იქნება“, - განაცხადა ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ.

ვაშაძემ ხმა ქუთაისში, № 22-ე საარჩევნო უბანში მისცა. როგორც მან ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით „უამრავი საჩივარი და შენიშვნებია“.

„აქტივობა, რამდენადაც მე ვიცი, ასე ვთქვათ, ნორმალურია. მინდა ამომრჩეველს მივმართო: ძალიან გთხოვთ, გადადეთ ყველა საქმე და მოდით არჩევნებზე იმიტომ რომ საქართველოს და თქვენი შვილების, შვილიშვილების მომავალს ირჩევთ. ეს აუცილებელია, იმიტომ, რომ თქვენი კონსტიტუციური უფლება და კონსტიტუციური ვალდებულებაა.

რაც შეეხება გაერთიანებულ ოპოზიციას, ჩვენ ამ არჩევნებს ვიგებთ, ამით არის გამოწვეული ხელისუფლების ისტერიკა“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება, რომელშიც პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს. არჩევნების ჩასატარებლად 3 703 საარჩევნო უბანია შექმნილი, რეგისტრირებულია 3 518 877 ამომრჩეველი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მდგომარეობით, არჩევნებზე აქტივობამ 15.95% შეადგინა, კენჭისყრაში მონაწილეობა 558 755 ამომრჩეველმა მიიღო.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]