როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ყველაზე აქტიურად ამომრჩეველი ამბროლაურში მიდის, სადაც 12:00 საათისთვის აქტივობამ 27.4% შეადგინა. ყველაზე დაბალი აქტივობა კი ყაზბეგში დაფიქსირდა - 12%.
ცესკოს მონაცემებით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, 12:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობა 17.15% იყო.