weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მარნეულში ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან ინციდენტის გამო 2 პირი დააკავეს

14:59 კვირა, 28 ოქტომბერი 2018

მარნეულში, სოფელ იმირის 59-ე საარჩევნო უბანში მომხდარი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების გამო, პოლიციამ „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სოფელ იმირიდან 112-ში შევიდა შეტყობინება 59-ე საარჩევნო უბანში კომისიის წევრის ცემასთან დაკავშირებით. შსს-ს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დაუყოვნებლივ გამოცხადნენ აღნიშნულ უბანზე, რის შემდეგაც დადგინდა, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ფერან კარაევსა და პარტია „ქართული ოცნების“ წევრ ხალადინ ჰუსეინოვს შორის მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.

„პოლიციის არაერთი მოთხოვის მიუხედავად დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი - არ დაემორჩილნენ, რის გამოც ორივე მხარის წარმომადგენელი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გულისხმობს.

საარჩევნო უბანში მყოფმა ერთ-ერთმა დამკვირვებელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წევრი ამომრჩევლებს 48 ნომრის შემოხაზვისკენ მოუწოდებდა. კიდევ ერთი დამკვირვებელი ამბობს, რომ საარჩევნო უბნებში არეულობას მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნების მისვლა იწვევს.

იმირის საარჩევნო უბანში მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი იმყოფებოდა. „აქ ვარ იმისთვის, რომ თვალი მივადევნო არჩევნების ობიექტურად მსვლელობის პროცესს, კანონის ფარგლებში“, - უთხრა ნავერიანმა ჟურნალისტებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]