weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ემზადება – ნიკა გვარამია

15:21 კვირა, 28 ოქტომბერი 2018

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ემზადება. გვარამია ოპოზიციას და სადამკვირვებლო მისიებს მოუწოდებს, განსაკუთრებით ყურადღებით 5-დან 8 საათამდე იყვნენ, რადგან ხელისუფლება შედეგების გაყალბებას სწორედ ამ დროისთვის შეეცდება.

„განსაკუთრებით ყურადღებით იყვნენ ამ დროს, რომ მოსყიდული ამომრჩევლის მასობრივი მიყვანა არ მოხდეს, კარუსელების დატრიალება არ მოხდეს და კონვერტების ჩაყრა არ მოხდეს. ეს არის უმნიშვნელოვანესი დრო“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, „რუსთავი 2“ ეგზიტპოლების შედეგებს 20:00 საათიდან 21:00 საათამდე გამოაცხადებს. თავდაპირველად გამოქვეყნდება 18:00 საათისათვის არსებული მონაცემები, ხოლო 22:00 საათზე ეგზიტპოლების საბოლოო შედეგები გახდება ცნობილი.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ უბნები, სადაც დგანან მთვლელები, რომლებიც ეგზიტპოლს ატარებენ, იცის „ქართულმა ოცნებამ“ და ცდილობენ, რომ ამ უბნებზე მაქსიმალურად მიიყვანონ თავისი წარმომადგენლები და ხელი შეუშალონ ეგზიტპოლის დათვლაში. ჯერ ერთი, გაყალბებას სისტემა ეგრევე აგდებს, თუ სპეციალურად იქნა ხალხი მიყვანილი. ამის გარდა, კითხვას ვუსვამ თამარ ჟვანიას, საიდან იცის „ქართულმა ოცნებამ“ რა უბნებზე ტარდება ეგზიტპოლები და რატომ იცის ეს? ეს გასაიდუმლოებული ინფორმაციაა და იცის მხოლოდ ცესკომ“, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]