weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

TI ზუგდიდში ერთ-ერთი საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს

15:40 კვირა, 28 ოქტომბერი 2018

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) N67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს.

როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განაცხადა, N94-ე საარჩევნო უბანზე მათმა დამკვირვებელმა დააფიქსირა, როგორ ჩააგდო საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტი საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა კომისიის წევრმა.

„პროტესტის გამოხატვის შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ და სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა დამკვირვებელი უბნის გარეთ გაიყვანეს და სთხოვეს, თვალი დაეხუჭა ამ ფაქტზე, არ დაეწერა საჩივარი და პირობა მისცეს, რომ აღარ განმეორდებოდა მსგავსი შემთხვევა“, - აცხადებს ეკა გიგაური.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. გიგაური მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს ამ შემთხვევით დაინტერესდნენ და შესაბამისი ზომები მიიღონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]