როგორც მდინარაძემ განმარტა, მას ამის თქმის საფუძველს პარტიის კოორდინატორებისგან მიღებული ინფორმაცია აძლევს.
„შედეგი იქნება სასურველი. ჩვენ გვაქვს ჩვენი მონაცემები. ჩვენს კოორდინატორებსა და აქტივისტებს იმის გამო აკრიტიკებენ, რომ გარკვეულ აღრიცხვას აწარმოებენ. ეს ადამიანები მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ პარტიისთვის. მათი მონაცემების მიხედვით, შეგვიძლია წინასწარი დასკვნები გავაკეთოთ - ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი დამაჯერებლად ლიდერობს. ჯერჯერობით, ვიდრე ხმები არ დაითვლება, კატეგორიულად საუბარი არ შეიძლება, მაგრამ წინასწარი მონაცემები ნამდვილად ასეთია. ამ დემოკრატიულ პროცესს ბოლომდე მიყვანა სჭირდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძემ ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 30.98 % (1 085 730 ამომრჩეველი) შეადგინა.