weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ვისაც აქვს განზრახვა დაძაბულობის, კანონი სრული სიმკაცრით იქნება გამოყენებული - ჩუგოშვილი

17:54 კვირა, 28 ოქტომბერი 2018

„გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელვაჩაურში ხდება პირების მობილიზება იმისთვის, რომ გარკვეული დაძაბულობა იქნას შეტანილი საარჩევნო პროცესში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

„არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ, წყნარ ვითარებაში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე. თუმცა, გვაქვს ინფორმაცია, რომ ოპონენტები გეგმავენ დღის მეორე ნახევარში გარკვეულწილად ვითარების დაძაბვას. უბნების ნაწილზე უკვე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ. გავიმეორებ, ესენია: ბოლნისის 27-ე, მე-40, 43-ე და 54-ე უბნები.

მოვუწოდებთ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ სწორედ ამ ოლქებს, რომლებიც ჩვენ დავასახელეთ.

ასევე ვაფრთხილებთ ყველას, ვისაც აქვს რაიმე განზრახვა დაძაბულობის ან კანონდარღვევის, რომ მათ მიმართ კანონი იქნება გამოყენებული სრული სიმკაცრით, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება უბნის ჩაშლის, თუ იქნება ფიზიკური დაპირისპირების გამოწვევის მცდელობა. ამიტომ თავი შეიკავონ ასეთი ქმედებებისგან“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების პირველ ტურში იმარჯვებს.

„თუმცა, კენჭისყრის დასრულებამდე დარჩენილია სამი საათი და ბუნებრივია, საბოლოო შედეგი დამოკიდებულია ამომრჩევლის აქტიურობაზე. ამიტომ, მოვუწოდებთ იმ ამომრჩევლებს, რომლებიც ჯერ არ გამოცხადებულან საარჩევნო უბნებთან, მივიდნენ, ხმა მისცენ და დააფიქსირონ თავიანთი ნება“, - განაცხადა ჩუგოშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]