weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

მეორე ტურის ალბათობა ძალიან დაბალია, მაგრამ ალბათობა არის – ბიძინა ივანიშვილი

18:37 კვირა, 28 ოქტომბერი 2018

„მეორე ტურის ალბათობა ძალიან დაბალია, მაგრამ ალბათობა არის. თუ მეორე ტური იქნება, არავითარი კითხვის ნიშანი არ არის - 100%-ით გაიმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, მან ხმა საქართველოს ევროპულ არჩევანს მისცა.

„ვფიქრობ, დღევანდელი არჩევანით, რომელსაც საქართველოს უმრავლესობა გააკეთებს, ჩვენ საბოლოოდ უარს ვიტყვით სიცრუესა და ძალადობაზე, უკულტურობაზე და მოვძებნით ჩვენს სწორ გზას - ევროპა და კულტურა. ეს იქნება პატივისცემა ჩვენი დიდი ისტორიის, რომელიც ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე გახლავთ და საბოლოოდ ჩვენს დიდ ოჯახს შევუერთდებით, რომელიც გახლავთ განვითარებული ევროპა“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს 6 წლის ვადით აირჩევენ. არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს. არჩევნების ჩასატარებლად შექმნილია 3 703 საარჩევნო უბანი. მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3 518 877 ამომრჩეველი.

საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც ხმების დათვლა დაიწყება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]