weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი უპირობოდ მარცხდება – ნიკა მელია

18:51 კვირა, 28 ოქტომბერი 2018

„ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლო წინასწარი მონაცემებით, უპირობოდ მარცხდება სახელისუფლებო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და ამ ისტორიულ არჩევნებში იმარჯვებს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე“, განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

მელიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს, ფულს არიგებს, ე.წ კარუსელს ატრიალებს და ამომრჩევლის მოსყიდვას ახდენს, სახელისუფლებო კანდიდატი მაინც მარცხდება.

„რაც კი ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს ისტორიაში არჩევნები ტარდება, შევარდნაძის პერიოდის ჩათვლით, ამ მასშტაბის გაყალბებები, ამ მასშტაბის მანიპულაციები არასდროს ყოფილა.

მთელი საზოგადოება, მთელი ქვეყანა ადევნებს თვალყურს შემდეგს, თუ როგორ არის ჩართული ადმინისტრაციული რესურსი გამგებლებისა და მერების ჩათვლით, როგორ ატრიალებენ „კარუსელს“, როგორ არიგებენ ფულს, როგორ ძალდატანებით მიყავთ ადამიანები, განსაკუთრებით, საჯარო მოხელეები საარჩევნო უბნებზე და ამ ყველაფრის მიუხედავად, დიახაც, მარცხდება სახელისუფლებო კანდიდატი. ხელისუფლებამ ამოწურა ძალდატანებით უბნებზე მისაყვანი ხალხის რესურსი“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ საგანგებო მდგომარეობაზე გადადის.

„გადავდივართ ყველანი ხმების დასაცავად ყველა უბანზე. მოვუწოდებ ხელისუფლებას, ნუ აიძულებთ თქვენს დაქვემდებარებაში მყოფ მაღალჩინოსნებს, ჩაიდინონ სისხლის სამართლებრივი დანაშაული, რომელზეც აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება. ვხედავთ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით შრიალებს ბიძინა ივანიშვილის ფული, მაგრამ ეს თქვენ არ გშველით.

მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით ლარი დარიგდა და ეს ყველაფერი ოპოზიციას აქვს აღბეჭდილი, ეს ყველაფერი არის ვიდეომტკიცებულებებით გამაგრებული და არაფერი მათ აღარ შველით.

მთავარია, ახლა არ გავაყალბებინოთ საარჩევნო უბნებზე, არ გადავაწერინოთ პროცენტები და ციფრები. მოგიწოდებთ ყველას, 20:00 საათამდე, ვიდრე დაიხურება უბნები, მივიდეთ ჩვენს საარჩევნო უბნებზე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 17:00 საათის მდგომარეობით, ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 38.16% შეადგინა. კენჭისყრაში მონაწილეობა 1 337 284 ამომრჩეველმა მიიღო.

28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს 6 წლის ვადით აირჩევენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]