weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

რადგან სხვებმა უკვე მისცეს ხმა უღრუბლო ცას, მე საკუთარი თავი შემოვხაზე – ჯაფარიძე

19:10 კვირა, 28 ოქტომბერი 2018

„რადგან სხვა კანდიდატებმა უკვე მისცეს ხმა გაბრწყინებულ ივერიას, ნათელ მომავალს და უღრუბლო ცას, მე ხმა „გირჩის“ კანდიდატს, ზურაბ ჯაფარიძეს მივეცი, ანუ, შემოვხაზე საკუთარი თავი და ამით მხარი დავუჭირე ამ ქვეყანაში თავისუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელებას“, – განაცხადა პარტია „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ.

კითხვაზე, რას დაუჭირა მხარი, ჯაფარიძემ თქვა: „ყველაფერს იმას, რაც არის „გირჩი“.

„გირჩი“ არის ერთადერთი მოძრაობა ამ ქვეყანაში, რომელიც იბრძვის საბჭოთა კავშირის დანგრევისა და თავისუფლებისთვის.

ანუ, ჩვენ ვაშენებთ თავისუფალ საზოგადოებას, რომელიც შედგება თავისუფალი ადამიანებისგან და არა მონებისგან; ადამიანებისგან, რომლებსაც სჯერათ საკუთარი თავის, შეუძლიათ საკუთარ თავზე პასუხის აღება და ა.შ. ყველაფერ იმის საწინააღმდეგოს რაც იყო საბჭოთა კავშირი“.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მეორე ტურის ჩატარება იმაზეა დამოკიდებული, რამდენი ადამიანი მივა არჩევნებზე.

„თუ დაბალი აქტივობა იქნება, „ქართული ოცნება“ გამოიყვანს თავის პარტაქტივს, თავის საჯარო მოხელეებს, მთელ ადმინისტრაციულ რესურსს. დათვლილი აქვთ ხმები და ზუსტად იციან, რომ გადალახავენ 50%-ს. თუ ბევრი ხალხი მივა, ამ შემთხვევაში მათი დათვლილი რაოდენობა ვეღარ იქნება 50%-ზე მეტი და იქნება მეორე ტური“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 17:00 საათისთვის, ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 38.16% (1 337 284 ამომრჩეველი) შეადგინა. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 3 518 877 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]