კითხვაზე, რას დაუჭირა მხარი, ჯაფარიძემ თქვა: „ყველაფერს იმას, რაც არის „გირჩი“.
„გირჩი“ არის ერთადერთი მოძრაობა ამ ქვეყანაში, რომელიც იბრძვის საბჭოთა კავშირის დანგრევისა და თავისუფლებისთვის.
ანუ, ჩვენ ვაშენებთ თავისუფალ საზოგადოებას, რომელიც შედგება თავისუფალი ადამიანებისგან და არა მონებისგან; ადამიანებისგან, რომლებსაც სჯერათ საკუთარი თავის, შეუძლიათ საკუთარ თავზე პასუხის აღება და ა.შ. ყველაფერ იმის საწინააღმდეგოს რაც იყო საბჭოთა კავშირი“.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მეორე ტურის ჩატარება იმაზეა დამოკიდებული, რამდენი ადამიანი მივა არჩევნებზე.
„თუ დაბალი აქტივობა იქნება, „ქართული ოცნება“ გამოიყვანს თავის პარტაქტივს, თავის საჯარო მოხელეებს, მთელ ადმინისტრაციულ რესურსს. დათვლილი აქვთ ხმები და ზუსტად იციან, რომ გადალახავენ 50%-ს. თუ ბევრი ხალხი მივა, ამ შემთხვევაში მათი დათვლილი რაოდენობა ვეღარ იქნება 50%-ზე მეტი და იქნება მეორე ტური“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 17:00 საათისთვის, ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 38.16% (1 337 284 ამომრჩეველი) შეადგინა. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 3 518 877 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება.