„ორი საათის უკან პირადობა გამოვართვი იმიტომ, რომ დავეჭვდი და ეწერა „სეირანი“. მივეცი. იგივე ბიჭი შემოვიდა ახლა და პირადობაში აწერია სეირანი. რამდენი „სეირანია?“, - ამბობს გუჯეჯიანი, რაზეც კომისიის წევრები პასუხობენ, რომ სიაში რამდენიმე „სეირანია“.
გუჯეჯიანის თქმით, №26 საარჩევნო უბანზე სხვა პროცედურული დარღვევებიც დააფიქსირა, თუმცა საჩივარი ჯერ დაწერილი არ ჰქონდა.
სათემო რადიო „ნორის“ ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრები ლია გუჯეჯიანს პროვოკაციაში ადანაშაულებენ. კომისიის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ დარღვევას ადგილი არ ჰქონია - ლია გუჯეჯიანი პროვოკაციას აწყობს და მათ მშვიდად მუშაობის საშუალებას არ აძლევს.