weather cur horoscope tv
იანვარი 29, 2022

ნინოწმინდაში №26 საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა

19:48 კვირა, 28 ოქტომბერი 2018 hits 813

ნინოწმინდაში, №26 საარჩევნო უბანზე ოპოზიციური ძალების გაერთიანების „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელსა და საუბნო კომისიის სხვა წევრებს შორის ინციდენტი მოხდა. სათემო რადიო „ნორის“ ინფორმაციით, ლია გუჯეჯიანმა კომისიის წევრები პროცედურული წესების დარღვევაში დაადანაშაულა. მისი მტკიცებით, ერთი და იგივე ამომრჩეველი უბანზე ხმას მეორედ აძლევდა.

„ორი საათის უკან პირადობა გამოვართვი იმიტომ, რომ დავეჭვდი და ეწერა „სეირანი“. მივეცი. იგივე ბიჭი შემოვიდა ახლა და პირადობაში აწერია სეირანი. რამდენი „სეირანია?“, - ამბობს გუჯეჯიანი, რაზეც კომისიის წევრები პასუხობენ, რომ სიაში რამდენიმე „სეირანია“.

გუჯეჯიანის თქმით, №26 საარჩევნო უბანზე სხვა პროცედურული დარღვევებიც დააფიქსირა, თუმცა საჩივარი ჯერ დაწერილი არ ჰქონდა.

სათემო რადიო „ნორის“ ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრები ლია გუჯეჯიანს პროვოკაციაში ადანაშაულებენ. კომისიის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ დარღვევას ადგილი არ ჰქონია - ლია გუჯეჯიანი პროვოკაციას აწყობს და მათ მშვიდად მუშაობის საშუალებას არ აძლევს.

სათემო რადიო „ნორი“

რადიო „ნორი“ (www.nor.ge) მაუწყებლობს სამცხე–ჯავახეთის რეგიონში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სიხშირეზე FM 100.1. „ნორი“ ავრცელებს ახალ ამბებს და ამზადებს რამდენიმე გადაცემას. „ნორი“ პირველი სათემო რადიოსადგურია საქართველოში.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]