weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ზურაბიშვილი - 40%, გრიგოლ ვაშაძე - 40% – Edison Research-ის ეგზიტპოლი

20:29 კვირა, 28 ოქტომბერი 2018

„რუსთავი 2“ საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გარდაუვალია. საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანიის დაკვეთით Edison Research-მა ჩაატარა.

Edison Research-ის მიხედვით, 16:00 საათისთვის არსებული მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძესა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთა ხმების 40-40% აქვთ მიღებული.

ეგზიტპოლის შედეგები ასეთია: გრიგოლ ვაშაძე - 40%; სალომე ზურაბიშვილი - 40%; დავით ბაქრაძე - 10%; შალვა ნათელაშვილი - 3%; დავით უსუფაშვილი - 2%; ზურაბ ჯაფარიძე - 2%.

Edison Research-მა გამოკითხვა 115 საარჩევნო უბანზე ჩაატარა. კვლევის ცდომილება 3%-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]