weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ქართული ოცნების“ ეგზიტპოლი: ზურაბიშვილი - 52.3%, ვაშაძე - 28.1%, ბაქრაძე - 9.2%

20:46 კვირა, 28 ოქტომბერი 2018

„ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი 52.3%-ით ლიდერობს.

ეგზიტპოლის შედეგები „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

„ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლიდერობს 52.3%-ით, რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის შედეგს, ეს არის 28.1%, დავით ბაქრაძე - 9.2%, სხვა კანდიდატები - 10.4%.

ასევე, უნდა გაცნობოთ რომ ეგზიტპოლის თანახმად მეოთხე ადგილზე გავიდა „გირჩის“ კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე - 3.3 %, შემდეგ შალვა ნათელაშვილი - 3.1%

რა თქმა უნდა, საბოლოო შედეგის დაფიქსირება დამოკიდებულია ცესკოს ოფიციალურ დათვლაზე და იგი ბუნებრივია უახლოეს საათებში დაასრულებს ხმის დათვლის პროცედურას. შესაბამისად, უნდა დაველოდოთ ხმის დათვლის ოფიციალურ მონაცემებს, რომლის საფუძველზეც დაზუსტდება, დასრულდა თუ არა არჩევნები პირველ ტურში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ეგზიტპოლი „ქართული ოცნების“ დაკვეთით საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრმა „ფსიქოპროექტმა“ ჩაატარა. 100 საარჩევნო უბანზე 5124 ამომრჩეველი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 2.6%-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]