weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ახმეტის სოფლებში გრიგოლ ვაშაძე სალომე ზურაბიშვილს დიდი უპირატესობით უსწრებს

22:39 კვირა, 28 ოქტომბერი 2018

ახმეტის საარჩევნო ოლქში, 12 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს დიდი უპირატესობით უსწრებს.

საარჩევნო უბნებიდან მიღებული მონაცემებით, სოფელ ზემო ალვნის მე-7 უბანზე ვაშაძემ 302 ხმა მიიღო, ზურაბიშვილმა 123; ზემო ალვნის 27-ე უბანზე ვაშაძემ 172 ხმა მიიღო, ზურაბიშვილმა 93; ქვემო ალვნის 29-ე უბანზე ვაშაძეს 257 ხმა აქვს, ზურაბიშვილს 117; ქვემო ალვნის მე-18 უბანზე ვაშაძეს 266 ხმა აქვს, ზურაბიშვილს 150.

ქისტაურის 29-ე უბანში ვაშაძემ 241 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა 101; ვაშაძემ ზურაბიშვილს არჩევნები ქისტაურის მე-20 უბანზეც მოუგო. „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატს 274 ხმა აქვს, ზურაბიშვილს 141;

ახშნის 21-ე უბანზე გრიგოლ ვაშაძემ 130 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა 85; ხორხელის მე-16 უბანზე ვაშაძემ 117 ხმა მიიღო, ზურაბიშვილმა 61; ოჟიოს მე-15 უბანზე ვაშაძეს 368 ხმა აქვს, ზურაბიშვილს 200. ზურაბიშვილმა არჩევნები მაღრაანის მე-13 უბანზეც წააგო. აქ ვაშაძეს 249 ხმა აქვს, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს 138; უტოს 25-ე უბანზე ვაშაძეს 271 ხმა აქვს, ზურაბიშვილს 250; ომალოს 24-ე უბანზე გრიგოლ ვაშაძეს ხმა 146-მა ამომრჩეველმა მისცა, სალომე ზურაბიშვილს 117-მა.

ახმეტის საარჩევნო ოლქში 29 საარჩევნო უბანია. ზოგიერთ უბანზე ხმების დათვლის პროცესი ჯერ დასრულებული არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]