რაც შეეხებათ სხვა კანდიდატებს, მათი შედეგები ასეთია:
- დავით ბაქრაძე („ევროპული საქართველო“) – 10.97 % (174 555 ხმა);
- შალვა ნათელაშვილი („ლეიბორისტული პარტია“) – 3,76 % (59 745 ხმა);
- დავით უსუფაშვილი („შენების მოძრაობა“) – 2.26 % (35 935 ხმა)
- ზურაბ ჯაფარიძე („გირჩი“) – 2.26 % (35 894 ხმა);
- კახა კუკავა („თავისუფალი საქართველო“) – 1.33% (21 204 ხმა)
- თამარ ცხორაგაული („თავისუფლება -ზვიად გამსახურდიას გზა“) – 0.25% (4008 ხმა)
- მიხეილ სალუაშვილი („სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“) – 0.19 % (2967 ხმა)
- ლევან ჩხეიძე („ახალი ქრისტიან-დემოკრატები“) – 0.18% (2936 ხმა)
- გელა ხუციშვილი („საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“) – 0.1% (1622 ხმა)
- ზვიად ბაღდავაძე („სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“) – 0.03% (488 ხმა)
- ზვიად იაშვილი („ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“) – 0.03% (442 ხმა)
28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სულ 3705 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, 3689 უბნის შედეგები კი, რაც ამ დროისთვის არის დათვლილი, საერთო ხმების 99,57 %-ს შეადგენს. 3689 უბნიდან 11 სპეცუბანია.
არჩევნების შედეგების მიხედვით, მეორე ტური გაიმართება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 28 ოქტომბერს კენჭისყრაში 1 637 956-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო რაოდენობის 46.74%-ია. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედაში - 64.74 %, ხოლო ყველაზე დაბალი მარნეულში - 36.47%.