შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, კენჭისყრაში მონაწილეობა სულ 140-მა მოქალაქემ მიიღო. სალომე ზურაბიშვილს 35 ხმა ერგო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 41 ხმა. 22 ხმა „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ მიიღო.
28 ოქტომბერს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის 57 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ცესკოს მონაცემებით, ამ დროისთვის ყველა მათგანი დათვლილია და წინასწარი მონაცემებით გრიგოლ ვაშაძე - 52.27%-ით ლიდერობს, სალომე ზურაბიშვილს კი 22.49% აქვს.
წინასწარი მონაცემებით, ზურაბიშვილმა არჩევნები წააგო, მათ შორის, ავსტრიაში, აზერბაიჯანში, ბელარუსიაში, შვედეთში, ბელგიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, ესტონეთში, თურქეთში, ისრაელში, იტალიაში, კვიპროსში, საბერძნეთში და ა.შ. ხოლო გრიგოლ ვაშაძესთან შედარებით მეტი ხმები მიიღო ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: დანია, სომხეთში, უზბეკეთში, ყაზახეთში, ჩინეთში.
28 ოქტომბრის არჩევნებისთვის სხვა ქვეყნებში გახსნილი საარჩევნო უბნების წინასწარი შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ.