„ვფიქრობ, ეს არის შედეგი იმ რიგი შეცდომების, რომელიც ჩვენმა გუნდმა დაუშვა. ამის არც ხალხზე და არც ნაცებზე გადაბრალება არ იქნება სწორი. მხოლოდ საკუთარი შეცდომების გაანალიზება და ამ ანალიზზე ადეკვატური რეაგირება, კონკრეტული, ხალხისთვის სასარგებლო შედეგის დადება იქნება საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ისევ დავიბრუნოთ საზოგადოების ნდობა.
ძალიან სწრაფი ტემპებით უნდა წავიდეთ წინ. რეფორმები და საქმის კეთება, მხოლოდ ეს უშველის ამ ქვეყანას“, - წერს კილძე სოციალურ ქსელში პირად გვერდზე.
28 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა დააგროვა. არჩევნების საბოლოო შედეგი 20 დღის ვადაში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც, არჩევნების მეორე ტური 2 კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს. მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ მონაწილეობას.