როგორც ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში პირად გვერდზე დაწერა, განცხადებას 20:00 საათზე, პირდაპირ ეთერში გააკეთებს.
სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც 28 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 38.64% მიიღო, კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. გუშინ მან მის სახლთან მისული ჟურნალისტებს კითხვებზე არ უპასუხა და ზურგი შეაქცია. ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კითხვებს მაშინ უპასუხებს, როცა ჟურნალისტებს თავად დაიბარებს.