weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სკოლებში მარიხუანას მოხმარების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა – ნათია მეზვრიშვილი

14:47 სამშაბათი, 30 ოქტომბერი 2018

„გარკვეული დღეების განმავლობაში სკოლებსა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდების მიერ მარიხუანას მოხმარების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

პარლამენტის კომიტეტში განიხილეს კანონპროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარების რეგულირებას ეხება. ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარება მხოლოდ პირად სივრცეშია დაშვებული.

„სხვაგან ყველგან ეს კანონპროექტი ითვალისწინებს მარწუხების მოჭერას. იგი გულისხმობს იმას, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სკვერებში, პარკებში, სკოლებში არასრულწლოვნების თანდასწრებით, ვერავინ მოწევს მარიხუანას და თუ მოწევს, დაეკისრება შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამას აქვს თავისი ლეგიტიმური მიზანი. ევროპის არცერთ ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, სკვერებში, სკოლებში, პარკებში, ბავშვების თანდასწრებით, არსად მარიხუანას მოხმარება დასაშვები არ არის“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]