weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თუ ასე უმტყუნათ ნერვებმა, ზურაბიშვილმა მოხსნას კანდიდატურა – გიგა ბოკერია

16:49 სამშაბათი, 30 ოქტომბერი 2018

„თუ ასე უმტყუნათ ნერვებმა, არის მარტივი გამოსავალი - ქალბატონმა ზურაბიშვილმა მოხსნას თავისი კანდიდატურა“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ახალქალაქში, ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ შტაბის წევრების ცემასთან დაკავშირებით.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვესმოდა ცინიკური განცხადებები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას ევროპული ტიპის კამპანია შესთავაზა. მაშინ როდესაც, გაირკვა, რომ ქართველი ხალხის ნება არის ივანიშვილის წინააღმდეგ, მის მიერ შემოთავაზებული კანდიდატის წინააღმდეგ, როდესაც გაირკვა რომ კონკურენტუნარიანია არჩევნები, ამ ვითარებაში მთელი ეს ცრუ პროპაგანდა ევროპულ კამპანიაზე დასრულდა ხელკეტებით, ოპოზიცურ პარტიაში შევარდნით და ძალადობით“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, მმართველ პარტიას და სალომე ზურაბიშვილს კონკურენტულ გარემოში ძალადობის გარეშე მუშაობის უნარი არ აქვთ.

დღეს ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრები ცემეს. „ძალა ერთობაშიას“ განცხადებით, თავდასხმას „ქართული ოცნებიდან“ ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოანის ძმა ხელმძღვანელობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]