„როგორც კი „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს, მეორე დღესვე შეიქმნა საარჩევნო შტაბი და ამ შტაბის მონიტორინგის სამსახურის უფროსად დაინიშნა სოსო გოგაშვილი. გოგაშვილს არანაირი შეხება არ ჰქონია ფინანსებთან. ხელფასებზე თუ არის საუბარი, კი, აქვს. მთავარი თემა ის თუ არის, რატომ ზის გოგაშვილი ჩვენთან ერთად სადღაც ბარში, გეუბნებით, რომ შეხვედრები ყოველწუთიერი გვაქვს. ძალიან დიდი გამოცდილების ადამიანზე გვაქვს საუბარი“, - განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.
იოსებ გოგაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა 2018 წლის აგვისტოში დატოვა. ის ამ თანამდებობაზე 2015 წლიდან მუშაობდა.