weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

მზად ვარ მეორე ტურისთვის, მზად ვართ ბრძოლისთვის – სალომე ზურაბიშვილი

20:20 სამშაბათი, 30 ოქტომბერი 2018

„ის, რაც მოხდა 28 ოქტომბერს, გამარჯვებაა. შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ ეს არ არის ის გამარჯვება, შეიძლება ველოდით მეტს, მაგრამ პირველ ტურში პირველი ადგილი ეს არის გამარჯვება“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მზად არის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბრძოლისთვის.

„ყველაფრის მიუხედავად იმ ბინძური კამპანიის, ცილისწამების, იმ ბინძური ხერხების, რომელიც ეკუთვნის რუსულ ტექნოლოგიას, ამ ყველაფრის მიუხედავად, პირველი ადგილი პირველ ტურში არის გამარჯვება.

„რუსთავი 2“ ფიქრობს და აჯერებს ხალხს, რომ შეიძლება მოვხსნა კანდიდატურა. და რა? ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა? - არა. და რა, მხარდამჭერები და თანამდებრძოლები მივატოვო შუა ბრძოლაში? მემგონი, არ მიცნობენ.

კახელიც ვარ და მეგრელიც. ჯიუტი, ბოლომდე წამსვლელი, ჩემი ხალხისა და ქვეყნის ერთგული. ამიტომ მზად ვარ მეორე ტურისთვის. მზად ვარ ბრძოლისთვის იმიტომ, რომ მჯერა თქვენი, თქვენი არჩევანის. მჯერა თქვენი სიბრძნის. მჯერა იმისი, რომ იცით, რა გინდათ საქართველოსთვის. მჯერა იმის, რომ თქვენც კარგად ხვდებით, დღეს არ არის არჩევანი ორ კანდიდატს, თუ ორ პარტიას შორის. დღეს არის არჩევანი ორ საქართველოს შორის. ჩვენ ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ. ყველა ერთად მივდივართ ბრძოლაში, რადგან ვიცით, რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლე, ჩვენს მხარეს არის ევროპა, ჩვენს მხარეს არის საქართველოს თანამედროვე მომავალი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

28 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ხმების 38.64% აქვს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს კი 37.73%. არჩევნების საბოლოო შედეგი 20 დღის ვადაში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც, არჩევნების მეორე ტური 2 კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს. მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ მონაწილეობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]