weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ზურაბიშვილი და ვაშაძე ერთი და იმავე ხის სხვადასხვა ტოტები არიან – თინა ხიდაშელი

01:29 ოთხშაბათი, 31 ოქტომბერი 2018

„ეს არ არის არჩევანი ორ საქართველოს შორის, სამწუხაროდ. მაშინ ძალიან ადვილი არჩევანი იქნებოდა. ეს აბსოლუტურად იდენტური არჩევანია და ამიტომ არის თავისი არსით რთული და შეუძლებელი“, - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით.

ხიდაშელის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მისთვის თანამბრად მიუღებლი კანდიდატები არიან.

„მეორე ტურში გვყავს ორი კანდიდატი, რომლებიც ერთი და იმავე ხის სხვადასხვა ტოტები არიან. ორი კანდიდატი, რომლიც თანაბრად მიუღებელია და ამ არჩევნებმაც აჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ ორივე მათგანს უთხრა უარი - არმისული ამომრჩევლის სახითაც და განაწილებული ხმებიდან გამომდინარეც. ამიტომ, არა, ეს არ არის ორ საქართველოს შორის არჩევანი.

ჩვენ თვისობრივად, თავისი არსით, შინაარსით, მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ორ წევრს შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება, რომელთაც უფრო მეტი აქვთ საერთო ერთმანეთთან, ვიდრე განმასხვავებელი“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

ხიდაშელის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს: „ჩემთვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამ არჩევნებში ვინ მოიგებს, ან ვინ წააგებს, იმიტომ, რომ აქ კარგი შედეგი არ არსებობს. პარტიული აქტივების არჩევნებად აქციეს ქვეყნის არჩევნები“.

28 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს ხმების 38.64% აქვს, გრიგოლ ვაშაძეს კი 37.73%. არჩევნების საბოლოო შედეგი 20 დღის ვადაში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც, არჩევნების მეორე ტური 2 კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]