weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

შესაწყალებელი არაფერი მჭირს – მიხეილ სააკაშვილი

10:17 ოთხშაბათი, 31 ოქტომბერი 2018

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს მას შეწყალების თხოვნით მიმართოს. „რუსთავი 2“-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არაფერი დაუშავებია და საკუთარ უფლებებს სასამართლოში დაიცვს.

„მთელი დღე მესმის, რომ ჩემით აშინებენ ადამიანებს, რომ მოვა ვაშაძე და შეიწყალებს სააკაშვილს.

ჯერ ერთი, მე არავის შესაწყალებელი არაფერი მჭირს. არც მარგველაშვილისთვის მიმიმართავს შეწყალებაზე და არც პრეზიდენტ ვაშაძეს ვაპირებ, მივმართო შეწყალებისთვის.

ვისი რა შესაწყალებელი მჭირს? ალბათ, ვიღაცაში გერევით. მე თითზე გადასახვევი არაფერი წამიღია საქართველოდან. რაც მქონდა, ყველაფერი ჩავდე საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, რომელიც ჩემი საკუთრებაც არ არის და წიგნებიც ჩავიტანეთ საკუთარი ხელით. ჩემი ოჯახი ცხოვრობს იქ, სადაც ცხოვრობდა ჩემი პრეზიდენტობის დროს.

მე არცერთი სხვა დანაშაული არ მიმიძღვის, გარდა იმისა, რომ ავაშენე ქართული სახელმწიფო. მე ვაპირებ ჩემი უფლებების სამართლებრივად დაცვას“, – განაცხადა სააკაშვილმა.

რაც შეეხება ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომლებიც სასჯელს იხდიან, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ციხის დატოვების შემდეგ უკეთესი იქნება, თუ ისინი პოლიტიკას არ დაუბრუნდებიან და ჯანმრთელობას მიხედავენ.

„პოლიტიკაში უნდა მოვიდეს ახალი ხალხი. უამრავი ახალი ხალხია საქართველოში. ამ ადამიანებს უნდა გავუხსნათ გზა“,აღნიშნა სააკაშვილმა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნებას, საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის მოქმედი პოლიტიკოსია და პოლიტიკიდან არ წასულა. სააკაშვილის თქმით, ის რომელიმე თანამდებობის დაკავებას არ აპირებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]