weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დარწმუნებული ვარ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს – გორის მერი

11:21 ოთხშაბათი, 31 ოქტომბერი 2018

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა განმარტა, რატომ წააგო „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გორში არჩევნები.

Qartli.ge-სთან ინტერვიუში თავზარაშვილმა განაცხადა, რომ ზურაბიშვილის მარცხი ხელისუფლების მიერ ხალხის მოთხოვნების დროულად შეუსრულებლობამ განაპირობა. მისივე თქმით, მეორე ტურში „ქართული ოცნება“ ამომრჩევლის მობილიზებას უკეთესად უზრუნველყოფს და სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს.

„გაყალბება გამოირიცხა ჩვენს არჩევნებში. ეს 2012 წლიდან ხდება და ძალიან დიდი მიღწევაა.

ამ არჩევნებში რაღაცეები გაგვეპარა. ხალხის მოთხოვნების შეუსრულებლობაც იყო - დროზე შესრულება, თორემ ჩვენ ყოველთვის ვასრულებთ ხალხის მოთხოვნებს.

ზუსტად ამან გამოიწვია, რომ პირველივე ტურში ვერ გავიმარჯვეთ. მეორე ტურში, ალბათ, უფრო მობილიზებას მოვახდენთ ჩვენი ამომრჩევლების და მე დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდება“, - განაცხადა კონსტანტინე თავრაზაშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, გორის N32 საარჩევნო ოლქში სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 34.61% (17 099 ხმა) მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ - 42.5 % (20 994 ხმა). არჩევნების საბოლოო შედეგი 20 დღის ვადაში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც, არჩევნების მეორე ტური 2 კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს. მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ მონაწილეობას.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]