weather cur horoscope tv
დეკემბერი 07, 2021

შეიძლება პოლიტიკური კბილების ჩამოლეწვა იგულისხმა – აკაკი ზოიძე დეპუტატის მუქარაზე

12:53 ოთხშაბათი, 31 ოქტომბერი 2018 hits 1501

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი სამხარაძის მუქარის შემცველ განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს კბილებს კანონის დაცვით ჩამოულეწავს“.

აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ მისმა კოლეგამ, სავარაუდოდ, პოლიტიკური კბილების ჩალეწვა იგულისხმა.

„კარგად წერია, მემგონი, „კანონის ფარგლებში“ და ვის როგორი მხატვრული ენა აქვს... კბილები შეიძლება იყოს პოლიტიკური კბილები. კანონის დაცვით კბილების ჩამოღება აბა რას უნდა ნიშნავდეს? ახლა ცოტა ანეკდოტურ იმაში ნუ გადავალთ, რა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

დიმიტრი სამხარაძემ მუქარის შემცველი განცხადება სოციალური ქსელის პირად გვერდზე გუშინ გამოაქვეყნა. ის წერდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოქალქეებს პროვოკაციაზე იწვევს: „ცეცხლს ნუ ეთამაშებით. ისედაც მაქსიმალურად ვითმენთ და წკიპზე ვართ ნამდვილები. ერთი კიდევ მსგავსი ქმედება და თქვენი დანდობის... რა თქმა უნდა, კანონის დაცვით ჩამოგილეწავთ კბილებს. არ მაინტერესებს არც პარტიულობა და არც დეპუტატობა. ჩემი ქვეყნის შვილი ვარ. რიგითი ჯარისკაცი. სიცოცხლეს დავთმობ და არ მოგცემთ ქვეყნის არევის უფლებას. ყოფას გიტირებთ. ვიმეორებ დააყენეთ და კანონის ფარგლებში დაბრუნდით, სანამ არ გაგყარეთ თქვენს მამინაცვალ მიშაიასთან“.

დეპუტატი ამ განცხადებით, სავარაუდოდ, ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრების ცემას გამოეხმაურა. „ძალა ერთობაშიას“ განცხადებით, თავდასხმას „ქართული ოცნებიდან“ ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმა ხელმძღვანელობდა. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]