weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2021

არჩევნების პროცესში თავი შეიკავეთ პროვოკაციული ქმედებებისგან – სახალხო დამცველი

13:29 ოთხშაბათი, 31 ოქტომბერი 2018 hits 742

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ახალქალაქში, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრებზე თავდასხმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აუცილებელია დროულად მოხდეს დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის იდენტიფიცირება და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.

ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ გამოძიების პროცესში შეფასება უნდა მიეცეს სავარაუდო პოლიტიკური მოტივის არსებობას და საჭიროების შემთხვევაში, შეიცვალოს დანაშაულის კვალიფიკაცია.

„მსგავსი ინციდენტები მნიშვნელოვნად აბრკოლებს წინასაარჩევნო გარემოს თავისუფალ და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობის პროცესს, რაც საბოლოოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხარისხზე უარყოფითად აისახება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი მოუწოდებს არჩევნების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, გააცნობიერონ ამ პროცესის კონსტრუქციულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობა და თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისა და ძალადობისგან.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრები გუშინ ცემეს. „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, თავდამსხმელებს შორის „ქართული ოცნების“ დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმაც იყო.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინიტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]