weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ახალქალაქის ინციდენტის დროს დაზარალებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ – შსს

16:07 ოთხშაბათი, 31 ოქტომბერი 2018

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ახალქალაქში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოსთან ულტიმატუმებით საუბარი და ვადების დაწესება მიუღებელია.

მეზვრიშვილის თქმით, გამოძიებას აქვს თავისი პროცედურები და იმისთვის, რომ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში კონკრეტული პირები მიეცნენ, საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარდეს, რასაც დრო და შესაბამისი პროცედურების დაცვა სჭირდება.

„მიუღებელია ასეთი განცხადებები იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულები არ თანამშრომლობენ. არ თანამშრომლობენ, არ ცხადდებიან გამომძიებელთა მიერ მითითებულ დროს, თუმცა მიუხედავად ამისა, დავუცდით. როცა სურვილი ექნებათ მობრძანდებიან, გამოვკითხავთ და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - უთხრა ჟურნალისტებს მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, თუ დადგინდება და შესაბამისი მტკიცებულებები იქნება, ყველა პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, მიეცემა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში.

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრების ცემაში „ქართული ოცნების“ აქტივისტებს ადანაშაულებს. მათი განცხადებით, თავდამსხმელებს შორის „ქართული ოცნების“ დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმაც იყო.

„ყველა, ვისაც საქმესთან შემხებლობა აქვს და რაიმე ტიპის ინფორმაციას ფლობს, ვალდებულია, რომ ინფორმაცია მიაწოდოს საგამოძიებო ორგანოს. გამოიკითხებიან ეს პირები, თუმცა, მხოლოდ გამოკითხვებს არ ველოდებით, მათზე არ ვართ დამოკიდებულები. სხვა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებებიც ტარდება, რომლებმაც უნდა მიგვიყვანოს უკვე კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხამდე. ბუნებრივია, მხარეები ერთმანეთს ბრალდებებს უყენებენ, თუმცა ამას გამოძიება დაადგენს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინიტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]