weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნინოწმინდაში არჩევნებზე მიხეილ სალუაშვილი სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილში აერიათ

01:06 ხუთშაბათი, 01 ნოემბერი 2018

28 ოქტომბრის არჩევნებზე ნინოწმინდელი ამომრჩევლის ნაწილს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სალუაშვილი სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილში აერია. სათემო რადიო „ნორის“ ინფორმაციით, სალუაშვილმა ხმები ისე მიიღო, რომ ნინოწმინდაში წინასაარჩევნო კამპანია არ უწარმოებია. გამოკითხული ამომრჩევლებიც ამბობენ, რომ ეს სახელი და გვარი პირველად ესმით.

ცესკოს წინასწარი შედეგებით, მიხეილ სალუაშვილმა, რომელიც პარტიას „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ წარმოადგენს, ნინოწმინდის საარჩევნო ოლქში 87 ხმა (0.92%) აიღო.

„ნორმა“ გადაწყვიტა გაეგო, იციან თუ არა ადგილობრივებმა მიხეილ სალუაშვილის შესახებ. სოფელ ხანჩალის მკვიდრმა ჟურნალისტს უთხრა, რომ ხმა მიხეილ სააკაშვილს მისცა. მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის მიხეილ სააკაშვილი არა, თუმცა მსგავსი სახელისა და გვარის სხვა ადამიანია, გაკვირვებულმა თქვა: „ეს როგორ, მე კი მეგონა, რომ ის [სააკაშვილი] იყო“. სოფელ ჯიგრაშენის ერთ-ერთი მცხოვრები კი დარწმუნებული იყო, რომ ბიულეტენში „მიხეილ სააკაშვილი“ წაიკითხა.

„საბოლოო ჯამში გამოდის, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს მიხეილ სალუაშვილი მიხეილ სააკაშვილში აერიათ და ხმა ისე მისცეს“, – წერს „ნორი“.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ძირითადად ეთნიკური სომხები ცხოვრობენ. ცენტრალური საარჩევნო კომისია ბიულეტენებს ქართულ-აზერბაიჯანულ და ქართულ-სომხურ ენებზეც ბეჭდავს. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ქართულ-სომხურ ენებზე ბიულეტენები 133 საარჩევნო უბანს მიეწოდა.

სათემო რადიო „ნორი“

რადიო „ნორი“ (www.nor.ge) მაუწყებლობს სამცხე–ჯავახეთის რეგიონში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სიხშირეზე FM 100.1. „ნორი“ ავრცელებს ახალ ამბებს და ამზადებს რამდენიმე გადაცემას. „ნორი“ პირველი სათემო რადიოსადგურია საქართველოში.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]