weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

იქნება ცვლილებები იმისთვის, რომ მეორე ტურზე ყველა ამომრჩეველი მოვიდეს – ბესელია

13:50 ხუთშაბათი, 01 ნოემბერი 2018

„რა გზავნილიც მივიღეთ, კარგად ვაცნობიერებთ და ვაანალიზებთ. ცვლილებები არის საჭირო ისეთი, რომელიც ჩვენს ხალხს სჭირდება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობის, ბიძინა ივანიშვილისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ბესელიას განმარტებით, ცვლილებები, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს, ორეტაპიანია.  

„პირველი ეტაპი არის მოკლევადიანი, რომელიც ეხება ამ მოკლე ვადაში საარჩევნო კამპანიის მეორე ტურამდე დასაგეგმ ღონისძიებების, რაც აუცილებლად გასაკეთებელია, შესაცვლელია. ჩვენი შიდა საქმეა როგორ დავალაგებთ შიდა მენეჯმენტს.

იქნება ამ მხრივ ცვლილებები, იმისთვის, რომ მეორე ტურზე ყველა ამომრჩეველი მოვიდეს და ყველამ გავაცნობიეროთ, რომ რეალური საფრთხეა ქვეყანაში თუ ამ არჩევნებში მოვიდა რევანშისტული ძალა, ეს არის ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო. არა „ქართული ოცნებისთვის“, არამედ ქვეყნისთვის და ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის.

ამიტომ არჩევანი არის - გვინდა მშვიდობა თუ უკან წარსულში ვბრუნდებით.

მეორე საკითხი ეხება არჩევნების შემდეგ განსახორციელებელ ძალიან მნიშვნელოვან და კომპლექსურ ცვლილებებს. ეს არის ბევრი საკითხი, ეხება როგორც საკანონმდებლო, აღმასრულებელ და ადგილობრივ დონეს. ახლა დროა კონსოლიდირების, ჩვენი შესაძლებლობების მობილიზების. ყველა ვერთვებით მიზნით, რათა მოვახერხოთ ჩვენი ამომრჩევლის დარწმუნება, რომ მოვიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს ქვეყნის მომავალს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]