weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პირველ რიგში ხალხის პრობლემებზე მოვახდენთ მობილიზებას – სესიაშვილი

14:22 ხუთშაბათი, 01 ნოემბერი 2018

ყვარელი-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ მთავარ შეცდომად ხალხთან არასათანადო კომუნიკაციას ასახელებს. როგორც სესიაშვილმა განაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიღებულ შედეგს მმართველი პარტია ხალხს არ აბრალებს.

„ვაანალიზებთ იმ შეცდომებს, რაც დავუშვით. ცხადია, ხალხს არავითარ შემთხვევაში არ ვაბრალებთ რა შედეგიც დადგა. პირველ რიგში, პრობლემები და შეცდომები ჩვენს თავში უნდა ვეძიოთ. ამიტომ ყველაგან მთელი საქართველოს მასშტაბით გავაქტიურდებით ისე, როგორც საჭიროა. ჩვენს ხალხს რა პრობლემებიც აქვს, იმაზე მოვახდენთ პირველ რიგში ყურადღების მობილიზებას და თავისთავად ცხადია, მოვიყვანთ როგორც ჩვენს ამომრჩეველს, ასევე იმ განაწყენებულ ამომრჩეველს, რომელმაც შესაძლოა სხვას მისცა ხმა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა,  ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთა ხმების 38.64% აქვს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს კი 37.73%.

კახეთის რეგიონში გრიგოლ ვაშაძემ ახმეტის, თელავის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქები მოიგო, ხოლო გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს ოლქებში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]