weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ე.წ. ქართული მარში ზურაბიშვილის მხარდაჭერის სანაცვლოდ 2 პირობას აყენებს

16:34 ხუთშაბათი, 01 ნოემბერი 2018

ე.წ. ქართული მარშის წევრის, სანდრო ბრეგაძის განცხადებით, „ეროვნული ძალები“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერენ, თუ ხელისუფლება ორ პირობას შეასრულებს.

როგორც სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, გუშინ შედგა „ქართული მარშის“ გაფართოებული შეხვედრა, რომელსაც „ქართული მისიის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ბრეგაძის თქმით, ერთობლივმა სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არჩევნებისთვის გამოცხადებული ბოიკოტი მოხსნან და აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო პროცესში, რადგან ფიქრობენ, რომ მეორე ტური დესტაბილიზაციის საფრთხეს შეიცავს. სანდრო ბრეგაძის განცხადებით, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლა ქვეყნისთვის კატასტროფული იქნება.

„ამიტომ მივმართავთ „ქართულ ოცნებას“ და მის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს: თუ გსურთ, მეორე ტურში ეროვნული ძალების - „ქართული მარშის“ და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერა მიიღოს თქვენმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომლის წინააღმდეგებიც თავიდან ვიყავით, საჭიროა ჩვენს მიერ დაყენებული ორი მოთხოვნის შესრულება: პირველი, სასწრაფო წესით პარლამენტიდან გაწვეულ იქნას მარიხუანას კულტივაციის კანონი. არა შეჩერებული, არამედ გაწვეული და „ქართულმა ოცნებამ“ დადოს პირობა, რომ ეს კანონი პარლამენტში განსახილველად არასდროს შევა. მეორე, აუცილებელიდაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ახალი დემოკრატიული საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად.

ეს არის ჩვენი კატეგორიული და პრინციპული მოთხოვნა და ამის შესახებ „ქართულმა ოცნებამ“ და ხელისუფლებამ უნდა გამოაცხადოს არჩევნების მეორე ტურის ჩატარებამდე“, - განაცხადა ბრეგაძემ.

მისივე თქმით, ბოიკოტის გამო „ქართული მარშის“ ათიათასობით მხარდამჭერს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა არ მიუღია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]