weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კანაფის კულტივაციის კანონპროექტზე კობახიძე და გახარია პატრიარქს შეხვდებიან

11:51 პარასკევი, 02 ნოემბერი 2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდებიან. არსებული ინფორმაციით, განხილვის მთავარი თემა კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი იქნება.

საპატრიარქოში შეხვედრა 12:00 საათისთვის დაიწყება.

საქართველოს პარლამენტმა „მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონისა და მისგან გამომდინარე პროექტების განხილვა რამდენიმე კვირის წინ, საპატრიარქოსა და საზოგადოების უარყოფითი რეაქციის შემდეგ შეაჩერა. როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, პარლამენტში მისი განხილვა მაშინ დაიწყება, როდესაც საზოგადოება მეტად იქნება ინფორმირებული. მისივე თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციები საპატრიარქოსთანაც გაიმართება.

მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი სამედიცინო ან/და სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის ექსპორტზე გატანისათვის სალიცენზიო რეჟიმის შექმნას, ამ საქმიანობაზე სახელმწიფოს კომპეტენციის განსაზღვრას და უსაფრთხოების წესების დადგენას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]