weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

სოციალურად დაუცველი ბავშვები 5-ჯერ მეტ დახმარებას მიიღებენ - მამუკა ბახტაძე

14:43 პარასკევი, 02 ნოემბერი 2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში აისახება სოციალური დაცვის ახალი სისტემა, რომლის საფუძველზეც 16 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი ბავშვები 5-ჯერ გაზრდილ დახმარებას მიიღებენ.

„დღეს საქართველოში სამწუხაროდ ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ბავშვი, რომელსაც სახელმწიფოსგან განსაკუთრებული ყურადღება და ზრუნვა სჭირდება. ჩვენ მთლიანად ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას, რომ ბავშვთა სოციალური დაცვის თვალსაზრისით დღემდე არსებული სისტემა შესაცვლელია. UNICEF-ის რეკომენდაციებზე დაყრდნობით ჩვენ შევიმუშავეთ ახალი სისტემა და, შესაბამისად, ის იქნება ასახული მომავალი წლის ბიუჯეტში. შემოგვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე:

სოციალურად დაუცველი 16 წალამდე ასაკის ბავშვები, მოზარდები და ოჯახები, სადაც ბავშვები იზრდებიან მიიღებენ 5-ჯერ მეტ დახმარებას. 50 ლარამდე ავწევთ ამ სოციალურ მხარდაჭერას“, - განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა 140 ათასამდე ბავშვს შეეხება.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებაში სწორედ ბავშვები ყველაზე მეტად იყვნენ დაცულები და მათ ჰქონდეთ განვითარების თანაბარი პირობები და ღირსეული მომავალი“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]