weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პატრიოტთა ალიანსი მეორე ტურში მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს

16:03 პარასკევი, 02 ნოემბერი 2018

„პატრიოტთა ალიანსი“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან არაერთი მოთხოვნა ექნებათ. მისივე თქმით, დაგეგმილია ხალხის მობილიზება და საზოგადოების წარმომადგენლების დიდი შეკრება.

„ჩვენ, ანუ ხალხმა უნდა მოვიგოთ ეს არჩევნები. არა „ქართულმა ოცნებამ“, არამედ ხალხმა. ამჯერად ჩვენ უნდა გავიყვანოთ ზურაბიშვილი და მან უნდა გაიგოს, რომ დავალებული იქნება ხალხისგან, რომელიც მას მხარს დაუჭერს“, - განაცხადა თარხან-მოურავმა.

„ობიექტივის“ ინფორმაციით, „პატრიოტთა ალიანსი“ 25 ნოემბერს მასშტაბურ შეკრებას თბილისში, დინამოს სტადიონზე გეგმავს, სადაც ის ადამიანები იქნებიან მიწვეულნი, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს გააპროტესტებენ. პირველ დეკემბერს კი აქცია ბათუმში, ერას მოედანზე გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთა ხმების 38.64% (615 433 ხმა) აქვს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს კი 37.73% (600 970 ხმა).

არჩევნების მეორე ტური პირველი ტურის შედეგების ოფიციალური გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება. მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, ვინც მეტ ხმას მიიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]