weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ეს ბრძოლა საპატრიარქომ მოიგო - ზურაბ ჯაფარიძე

16:48 პარასკევი, 02 ნოემბერი 2018

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გამოეხმაურა პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევაზე მთავრობის გადაწყვეტილებას. ჯაფარიძე ამბობს, რომ „გირჩმა“ ბრძოლა წააგო. მისივე თქმით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია უახლოეს მომავალში არ მოხდება. 

„ეს ბრძოლა საპატრიარქომ მოიგო. თან პირწმინდად. ხელისუფლება ყველაფერზე მიდის, ოღონდ ძალაუფლება არ დაკარგოს. მეორე ტურში გასული ოპოზიცია უკვე წავიდა ყველაფერზე, ოღონდ ძალაუფლება დაიბრუნოს. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია არ მოხდება უახლოეს მომავალში. კანაფზე გაჭედეს და სხვა მიმართულებებზე რაიმე იმედის შენარჩუნება წარმოუდგენელი გულუბრყვილობა მგონია.

რამდენჯერმე ვთქვი, კანაფზე გადის დღეს თავისუფლებისთვის ბრძოლის ხაზი-თქო. ერთ მხარეს იყო „გირჩი“, მეორე მხარეს - ყველა დანარჩენი და წავაგეთ. 

ესეც ამ არჩევნების შედეგია ჩემთვის“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალური ქსელის პირად გვერდზე.

მთავრობა გეგმავს, უახლოეს მომავალში პარლამენტიდან გაიწვიოს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად კანაფის კულტივაცია ნებადართული ხდება. მთავრობის ამ გადაწყვეტილების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კათოლიკის-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]