weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზუგდიდის ყოფილი მერის დაკავება არჩევნებს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე

18:40 პარასკევი, 02 ნოემბერი 2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას დაკავება 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ უკავშირდება.

„არაფერ კავშირში არ არის ეს არჩევნებთან. ლაშა გოგია იყო პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და შესაბამისად, მას შეუნარჩუნდა შტაბის ხელმძღვანელის ფუნქცია. რაც შეეხება დაკავებას, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების გადასაწყვეტი და არავითარ კავშირში ეს არჩევნებთან არ არის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და მისი მოადგილე გია გულორდავა გუშინ დააკავეს. გამოძიება მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით (21 500 აშშ დოლარი) ქრთამის აღებას ედავება.

ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ თანამდებობები 12 სექტემბერს, მიზეზის განმარტების გარეშე დატოვეს. 13 სექტემბერს „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ფარული ჩანაწერი, სადაც ტელეკომპანიის მტკიცებით, რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია მერსა და მის მოადგილეს კორუფციაში ამხელს და გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს.

ფარული ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

მერის თანამდებობიდან გადადგომის მიუხედავად, ლაშა გოგია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ დარჩა და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაშიც იყო ჩართული. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ზურაბიშვილი ზუგდიდის ოლქში დამარცხდა. მან ხმების 33.9% აიღო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი - 49.1%. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გოგიას დაკავება სწორედ წაგებულ არჩევნებს უკავშირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]